A1 ბანერი

ადა მარშანია: არ მოვიჭრათ თავი დუნიაზე პარლამენტის წევრებო!

” რა ხდება ჩვენს თავს? არ მოვიჭრათ თავი დუნიაზე პარლამენტის წევრებო!”,-ამის შესახებ ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა ადა მარშანიამ პარლამენტში, საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომაზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

“ვინ ყოფილა ეს ბატონი ჩინჩალაძე?! ეს რა ზეთვისებების მქონე მატარებელი აღმოჩნდა ბატონი, ვინმე ჩინჩალაძე. თუ უვარგის და ძალიან, ძალიან მძიმე უვარგის ხელისუფლებასთან გვაქვს ჩვენ საქმე?! და თუ ეს ერთობლივია, ზეთვისებები ბატონი ჩინჩალაძისა თურმე, რა უნარი ჰქონია ამ ბატონს მობილიზების, ერთად დგომის, ბრძოლის, კლანი ჰქვია ამას თუ ბანდა,მაფია რა მნიშნვნელობა აქვს. პლუს დამატებული უვარგისი ხელისუფლება! და მივიღეთ ბასტიონი წინააღმდეგობის,გააფრთრებულად რომ ეწინააღმდეგება პარლამენტს, და ჩვენი საზოგადოების მკვეთრად გამოხატულ უარყოფით რეაქციას ამ კანონპროექტის სახით, რა სახითაც იხილება ამ დღეებში.

ხომ არ შევთავაზოთ ბატონებო ამ ადამიანს( ჩინჩალაძეს) პრემიერის თანამდებობდა საქართველოში ეს რა ზეუნარჩვევებითაა ეს ადამიანი თურმე დაჯილდოებული და საერთოდ ეს იუსტიციის საბჭოს წევრები. რა ხდება ჩვენს თავს? არ მოვიჭრათ თავი დუნიაზე პარლამენტის წევრებო! აი ამას გეუბნებით მე ძვირფასო კოლეგებო.შეგახსენებთ პარლამენტის წევრები ვართ!”,-განაცხადა ადა მარშანიმ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...