ადა მარშანია: 53 ათასი საჩივარი დევს პროკურატურაში და მხოლოდ პროკურატურის თავის ტკივილი არ უნდა იყოს

“ძალიან მძიმე საკითხი, რომელსაც ჰქვია და ბევრს არ მოწონს ფორმულირება, ყვბადაღებული და ირონიული ტონით შეგვახსენებენ ე.წ სამართლიანობის აღდგენა და დამკვიდრება. ამ საკითხში ძალიან ცუდი სუართი გვაქვს, პრაქტიკულად ჩავარდნა გვაქვს. ეს მცირედი, შეურაცხმყოფელი, სამარცხვინო სტატისტიკა, რომელიც თქვენ დღეს აქ მოიტანეთ, ეს სრულიად “ქართული ოცნების” ხელისუფლების ბრალი და დანაშაულია”.

ასე მიმართა საპარლამენტო ფრაქცია “საქართველოს პატრიოტების” წვერმა ადა მარშანიამ იუსტიციის მინისტრის მოადგილე გოჩა ლორთქიფანიძეს, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე,  სადაც ადამიანის უფლბათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების 2019 წლის ანგარიში იქნა განხილული.

“ამისთვის ვიბრძოდით ჩვენ რომ ამდაგვარი, მაიხლოებით მოხსენება უნდა ყოფილიყო? მერვე წლის თავზე, მას შემდეგ, მშვიდობიანად გავისტუმრეთ უსასტიკესი რეჟიმი. სტატისტუკა უკეთესიც უნდა ყოფილიყო” -განაცხადა ადა მარშანიამ.

“53 ათასი საჩივარი დევს პროკურატურაში და მხოლოდ პროკურატურის თავის ტკივილი არ უნდა იყოს. ის სპეციალური დეპარტამენტი, რომელიც შეიქმნა და აქ ახსნეთ, “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში ყოფნის მესამე წლის თავზე შეიქმნა და ისიც, ქართული საზოგადოების დაჟინებული და კატეგორიული მოთხოვნის შედეგად.  8 პროკურორი ყავს ამ დეპარტამენს, როგორ უნდა გაუმკლავდეს 53 ათას საჩივარს? ისეთი საჩივრები დევს მანდ, ოჯახებია განადგურებული და იცით თქვენმ, რა ხდებოდა ე.წ. საქართველოს პრეზიდენტი სააკაშვილის დროს და კიდევ დაბორიალობს ის ბანდიტი ადამიანი მსოფლიოში და ახალი პროვიკაციების კერას ქმნის”-განაცხადა ადა მარშანიამ.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად