აჩი არველაძე: ტყუილია, გახარიასგან შემოთავაზება არ ყოფილა! ჭორი გაგიკვირდათ?!

ტყუილია, გახარიასგან შემოთავაზება არ ყოფილა! ჭორი გაგიკვირდათ?! – – ამის შესახებ საქართველოს ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა შოთა არველაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

“ძალიან გამიკვირდა, რომ ამდენი დაგინახეთ ჩვენ აცრაზე მოსული. ახლა დავრწმუნდი, რატომაც მოხვედით. დარდი არ გქონდათ არც აცრის, არც “სინოფარმის”, არც ჩვენი კეთილდღეობის. ცოტა მტკივა ხელი, ფეხიც მტკივა, ამაზე მკითხეთ”, – იხუმრა არველაძემ.

კითხვაზე, გიორგი გახარიასგან არ იყო შემოთავაზება? პასუხობს, რომ არა.

“არ ყოფილა, ტყუილია. საქართველოში ჭორი გაგიკვირდათ თუ რა? გიკვირთ ჭორი? ხოდა აბა რა ვქნა?!” – თქვა აჩი არველაძემ.

შეგახსენებთ, გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც გიორგი გახარია მერობის კანდიდატად ძმები არველაძეებიდან ერთ-ერთს წარადგენს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...