აჩი არველაძე: რაც ნაკლებს დალევს მამაკაცი, მით ნაკლები იქნება ქალზე ძალადობა

“ჩვენ რა თქმა უნდა მივესალმებით და არაერთხელ მიგვიღია მონაწილოება, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ მოძრაობაში. ვიცი რომ, სამწუხაროდ ამ კუთხით საქართველოში სტატისტიკა არ არის დამაკმაყოფილებელი. არველაძეების ფონდი ჩართული იქნება ამ მოძრაობაში და  თუ კი რამე შეგვიძლია, ვეცდებით ამ პრობლემის მოგვარებას ხელი შევუწყოთ", – ამის შესახებ "აიპრესთან" ფეხბურთელმა აჩი არველაძემ განაცხადა. 

მისი თქმით, ძმები არველაძეებისთვის ეს თემა მტკივნეულია, რადგან "სამივე ძმებს მეუღლეები, ოჯახები გვყავს. მე თვითონ ორი ქალიშვილი მყავს, ჩემს ტყუპისცალსაც გოგო ჰყავს. ასე ვთქვათ, გოგონების პატრონები ვართ და შესაბამისად ჩვენთვისაც ძალიან მნიშვნელოვანი და მტკივნეულია ეს თემა“, – განაცხადა არველაძემ.

აჩი არველაძის აზრით, ქალზე ის მამაკაცები ძალადობენ, რომელიც ალკოჰოლზე არიან დამოკიდებული. 

"ჩემი აზრით, ხშირ შეთხვევაში ქალზე ძალადობა ალკოჰოლთან ან ასეთ სხვა რამესთან არის  დაკავშირებული. შეიძლება ვცდები კიდეც, რადგან არ ვიცი ამის სტატისტიკა არსებობს თუ არა, მაგრამ რაც ნაკლებს დალევს მამაკაცი და ფხიზლად იქნება, არ არსებობს, რომ ეს პრობლემა არ განახევრდეს ან პირიქით, დაბალ დონეზე არ ჩამოვიდეს. ძირითადი პრობლემა ვიქრობ, რომ თვითონ მაინც მამაკაცშია. ჩემი რჩევა იქნება, ფხიზლად იყვნენ“, – განაცხადა აჩი არველაძემ . 

შეგახსენებთ, რომ გუშინ “Rooms თბილისში“ მოძრაობა „ჩვენ“ აქცია "კაცები ძალადობის წინააღმდეგ" გაიმართა. 

ახალი საზოგადოებივი მოძრაობის მიზანია ხელი შეუწყოს ერთი მხრივ ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობასთან და ოჯახში ძალადობასთან ბრძოლას და მეორე მხრივ გენდერული თანასწორობის მიღწევას საქართველოში. მოძრაობა ქართველ სპორტსმენებს, მწერლებს, ხელოვანებს, ბიზნესმენებს და სხვა პროფესიის წარმომადგენელ კაცებს გააერთიანებს. 

პრეზენტაციას მოძრაობის წევრები – ქართველი მორაგბეები, წყალბურთელები, ფეხბურთელები, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები, ბიზნესმენები, სახელმწიფო უწყებებისა და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

აღსანიშნავია, რომ ორგანიზაციის დამფუძნებლები ის ადამიანები არიან, რომლებიც 2010 წლიდან გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან თანამშრომლობენ და აქტიურად არიან ჩართულები ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ გამართულ სხვადასხვა ღონისძიებაში.
ღონისძიება ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანიის ფარგლებში ტარდება. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად