აბუსერიძე: დღეს წყდება ქართული რაგბის ბედი, ბოლო ოთხმა წელმა დაგვანახა, რომ ცვლილების დროა

ამის შესახებ რაგბის კავშირის პრეზიდენტობის კანდიდატმა ირაკლი აბუსერიძემ განაცხადა და აღნიშნა, რომ ყველაფერი ყრილობის შემდეგ გამოჩნდება.

“ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ცვლილება მოხდეს სამართლიანად და შედეგიანად, ეს ცვლილება საჭიროა, რადგან რაგბის კავშირი წინ წავიდეს სპორტის ასპარეზზე, შევიდეთ ათეულში და უფრო მაღლა ავწიოთ რაგბი რეიტინგით და ხარისხით “, – განაცხადა ირაკლი აბუსერიძემ.

ცნობისათვის: რაგბის კავშირის პრეზიდენტობისთვის სამი კანდიდატი: ბაჩო ხურციძე, ირაკლი აბუსერიძე და გოჩა სვანიძე იბრძვის.

ცნობისთვის, საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნები 30 იანვარს უნდა ჩატარებულიყო, თუმცა ორმა კანდიდატმა, ბაჩო ხურციძემ და ირაკლი აბუსერიძემ ითხოვეს, რომ თარიღი შეეცვალათ. რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნები დღეს, 24 თებერვალს გაიმართება.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად