აბულაძეები ოქროს მედლებისთვის იჭიდავებენ

ესპანეთის ქალაქ პონტევედრაში ჭიდაობაში ევროპის ჩემპიონატი იუნორთა (18-20 წელი) შორის 55-63-77-97-130 კგ წონით კატეგორიებში მედლებისთვის მებრძოლთა ვინაობა გაირკვა.

55კგ წონით კატეგორიაში ფრიდონ აბულაძემ რუმინელი, სომეხი და აზერბაიჯანელი მეტოქეები დაამარცხა და ოქროს მედლისთვის რუს ანვარ ალიახვაროვთან იჭიდავებს.

63კგ წონით კატეგორიაში ლერი აბულაძემ ლიეტუველ, აზერბაიჯანელ და რუს მოჭიდავეებს სძლია და ფინალში ოქროს მედლისთვის თურქ აბდულაჰ ტოპრაკს შეხვდება.

87კგ წონით კატეგორიაში მსაჯმა, შეიძლება ითქვას, რომ “მოკლა” შეხვედრა. იგი წამდაუწუმ აჩერებდა თამაშს და გიორგი ქაცანაშვილის მეტოქეს სულის მოთქმის საშუალებას აძლევდა. პარტერშიც, უილეთო შეხვედრაში, მსაჯებმა ორჯერ გიორგი ქაცანაშვილი ჩააყენეს. საბოლოოდ ქაქცანაშვილი დამარცხდა 0:2 და ხვალ ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს.

ბრინჯაოს მედლის რეპეშაჟიდან მოპოვების შანსი აქვთ აგრეთვე ნიკა შერბაკოვს (77კგ) და რობინზონ ესაძეს (130კგ)

ამრიგად, დღეს ბრძოლაში ჩაბმული 5 მოჭიდავიდან ხვალ ფრიდონ და ლერი აბულაძეები ოქროს მედლებისთვის იჭიდავებენ, ხოლო გიორგი ქაცანაშვილი, ნიკა შერბაკოვი და რობიზონ ესაძე ბრინჯაოს მედლების მოპოვებას შეეცდებიან.

მოამზადა რაულ კაპანაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად