აბუ დაბის გრანდ სლემზე ლუკა მაისურაძე ოქროს მედლისთვის იჭიდავებს

აბუ დაბში მიმდინარე ძიუდოისტთა გრან სლემზე დღეს ასპარეზობაში 73-81 კგ წონითი კატეგორიის ძიუდოისტები ჩაებნენ.

73კგ წონით კატეგორიაში ფრიდონ გიგანმა პირველი შეხვედრა უილიამ ტაი ტინთან (სამოა) 41 წამში მოიგო იპონით, მეორე შეხვედრაში კი ტატამზე არ გავიდა და იპონით ჩაეთვალა მარცხი რუმინელ ალექსანდრუ რაიკუსთან.

ფრიდონ გიგანის ტატამზე გაუსვლელობის მიზეზი, ჩვენი აზრით, ერთობ სამარცხვინოა. საქართველოს დელეგაციის წევრთა განცხადებით, მათ არ გაუგიათ, რომ გიგანს უხმეს ტატამზე.

81 კგ წონით კატეგორიაში ზებედა რეხვიაშვილმა პირველი შეხვედრა ავსტრალიელ იონ კოხლანთან ოქროს დროში მოიგო მეტოქის სამი შიდოს გამო, მეორე შეხვედრაში გერმანელ რასელთან იპონით.

წარმატებით ასპარეზობს ლუკა მაისურაძე. მან იპონით ძლია მეტოქეებს: ბელარუს იუსუფ ბეკმურზაევს, დიდ ბრიტანელ სტიუარტ მგვატს, იტალიელ კრისტიან პარლატის და ნახევარფინალში გასავლელ ბრძოლაში ნიდერლანდელ ფრანკ დე ვიტს შეხვდა.

შეხვედრის დაწყებისთანავე გამოცდილმა დე ვიტმა ვაზარი აართვა მაისურაძეს. ამ უკანასკნელმა ვაზარი მესამე წუთის ბოლოსკენ გაქვითა, შემდეგ კი ოქროს დროში პირველი წუთის მიწურულს კიდევ ერთი ვაზარი აიღო და ნახევარფინალში გავიდა.

ფინალში გასასვლელი ორთაბრძოლა ლუკა მაისურაძემ კანადელ ანტუან ვალუა-ფორტესთან მეორე წუთის მიწურულს მოიგო იპონით და ოქროს მედლისთვის კორეელ ჯინ ლუნა ლისთან იჭიდავებს

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად