აბიტურიენტებს საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა 20 ივნისის შემდეგ შეუძლიათ

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ცნობით, 2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის, საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა 20 ივნისის შემდეგ არის შესაძლებელი.

ამისათვის, ნებისმიერ ხელმისაწვდომ კომპიუტერზე, პირად გვერდზე (სადაც ირჩევთ გამოცდებს, საგანმანათლებლო პროგრამებს, ნახულობთ შედეგებს) უნდა გამოიყენოთ ღილაკი – „დაბეჭდეთ ბარათი“.

ბარათზე მითითებული იქნება შემდეგი ინფორმაცია: საგამოცდო ცენტრის მისამართი, თითოეული გამოცდის თარიღი, გამოცდაზე რეგისტრაციის დაწყების დრო.

მნიშვნელოვანია, რომ საგამოცდო ბარათზე მოცემული ყველა ინფორმაცია დაბეჭდილი იყოს მკაფიოდ, ხარვეზების (წყვეტა, ლაქები და ა.შ) გარეშე.

საგამოცდო ბარათი პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად იქნება თქვენი საშვი მთელი საგამოცდო პროცესის განმავლობაში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...