აბესაძე: უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო პრეზიდენთან ქიშპობის გამო შეიქმნა

„უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო თავის დროზე მხოლოდ და მხოლოდ პრეზიდენტთან იშპობის გამო შეიქმნა, რომელმაც 15 მილიონ ლარამდე გაფლანგა, რომლის ნახევარზე მეტი ხელფასები იყო“, – ამის შესახებ „ევროპულ საქართველოს“ წევრმა ირაკლი აბესაძემ პარლამენტში სესიაზე განაცხადა.

მისი თქმით, უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მუშაობას შედეგი არ ჰქონია, უსაფრთხოების კუთხით ქვეყანაში უკეთესობისკენ არაფერი შეცვლილა. 

„გვიმტკიცებდით, რომ „ქართული ოცნებისთვის“ ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა მთავარი ამოცანაა და ამის საკოორდინაციოდ სწორედ პრემიერთან და მთავრობასთან შექმნილიყო შესაბამისი საბჭო, რომელიც განახორციელებდა იმ ფუნქციას, რასაც უშიშროების საბჭო ახორციელებდა. 

ახლა, სამთავრობო ცვლილებების დროს აღმოვაჩინეთ, თავად მთავრობის საპარლამენტო მდივანი გვიცხადებს, რომ უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვს საბჭო იყო ფაქტობრივად უფუნქციო ორგანო, რომელმაც გასულ სამი წლის განმავლობაში, გამოდის რომ ტყუილად იფუნქციონირა, რადგან დღეს მთავრობამ უბრალოდ გადაწყვიტა თავად აიღოს ეს ფუნქცია თავის თავზე. უსაფრთხოების გამოწვევებში არაფერი შეცვლილა, თუ არ დამძიმდა, უკეთესობის შემთხვევაში არაფერი შეცვლილა. მსოფლიოში არაფერი შეცვლილა, ქვეყნის შიგნით არაფერი შეცვლილა.

დღეს უსაფრთოებისა და კრიზისების მართვის საბჭო გამოვაცხადეთ უფუნქციო და არასაჭირო ორგანოდ ქეყნის შიგნით, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ უშიშროების საბჭოს გაუქმებისთვის იქნა მხოლოდ და მხოლოდ ამ უსაფრთხოების საბჭოს არსებობა“, – აღნიშნა ირაკლი აბესაძემ. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად