აბესაძე: წარმოუდგენელია “ევროპულმა საქართველომ “ოცნებასთან” რაიმე ტიპის კოალიციაში წარმოიდგინოს თავი

“რა თქმა უნდა წარმოუდგენელია, რომ “ევროპულმა საქართველომ” “ქართულ ოცნებასთან” რაიმე ტიპის კოალიციაში წარმოიდგინოს თავი.”,-ამის შესახებ, “ევროპული საქართველოს“ წევრმა, ირაკლი აბესაძემ “კურიერთან” საუბრისას განააცხადა.

“ივანიშვილის დღევანდელი გამოსვლა ნათლად ადასტურებს, რომ მის შიშსაც ფართო თვალები აქვს და მას უწევს გაუსწოროთ თვალი რეალობას, რომ დღეს საზოგადოებაში არის მკვეთრად მისი საწინააღმდეგო განწყობა. რა თქმა უნდა წარმოუდგენელია, რომ “ევროპულმა საქართველომ” “ქართულ ოცნებასთან” რაიმე ტიპის კოალიციაში წარმოიდგინოს თავი. არამხოლოდ იმ გასული 7 წლის გამო, რომლის დროსაც ქვეყანაში შეიქმნა სრული კოლაფსი, ეკონომიკური, პოლიტიკური ჩიხი და ყოველგვარ განვითარებაზე საუბარი ზედმეტია.”,-განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...