აბესაძე თავაძეს: არ შემაქვს ეჭვი, რომ ბაკალვრის დიპლომი გაქვთ, თან იგივე უნივერსიტეტში სწავლობდით, სადაც ფარცხალაძე

“​არ შემაქვს ეჭვი რომ ბაკალვრის დიპლომი გაქვთ, თან იგივე უნივერსიტეტში სწავლობდით სადაც ოთარ ფარცხალაძე, რადგან ის გამორჩეული სტუდენტი იყო და ორი წლით ადრე ჩააბარა, 15 წლისამ. თქვენზე უმცროსია, მაგრამ თქვენზე ადრე დაამთავრა?”,-ამ შეკითხვით მიმართა საპარლამენტო ფრაქცია “ევროპული საქართველოს” წევრმა ირაკლი აბესაძემ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ, ზაზა თავაძეს, რაზეც პასუხი იყო: “ვერ გეტყვით.”

ირაკლი აბესაძის შეკითხვაზე, როდი ჩაირიცხა დოქტურანტურაში და ვინ არის გრიგოლ რობაქიძის უნივერისტეტში სამართლის სადოქტორო მიმართულების ხელმძღვანელი, ზაზა თავაძემ უპასუხა, რომ ის დოქტურანტურაში ჩაირიცხა 2017 წელს და სადოქტორო მიმართულების ხელმძღვანელი მისივე კოლეგა, მერაბ ტურავაა.

​პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის ზაზა თავაძის მოსმენა მიმდინარეობს, სადაც დეპუტატები მას შეკითხვებს უსვამენ.

​შეგახსენებთ, ზაზა თავაძე საკონსტიტუციო სასამართლოს მოქმედი თავმჯდომარეა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...