აბესაძე: სამწუხაროდ, ვცხოვრობთ ტრაგედიიდან ტრაგედიამდე, ვერ გამოგვაქვს გაკვეთილები მძიმე შემთხვევებიდან

“სამწუხაროდ, ვცხოვრობთ ტრაგედიიდან ტრაგედიამდე და ვერ გამოგვაქვს გაკვეთილები მომხდარი მძიმე შემთხვევებიდან. “,-ამის შესახებ, “ევროპული საქართველოს” წევრმა ირაკლი აბესაძემ “კურიერთან” საუბრისას განაცხადა.

“ევროპული საქართველოს” წევრი ირაკლი აბესაძე მიიჩნევს, რომ სწრაფი ტემპით უნდა დაიწყოს ყველა იმ სისტემის რეფორმირება, რომელსაც მსგავს ტრაგედიებამდე მივყავართ.

“სამწუხაროდ, ვცხოვრობთ ტრაგედიიდან ტრაგედიამდე და ვერ გამოგვაქვს გაკვეთილები მომხდარი მძიმე შემთხვევებიდან. აუცილებლად უნდა დადგეს უმკაცრესი პასუხისმგებლობის საკითხი ყველა დამნაშავე პირის და, მეორეს მხრივ, უსწრაფესი ტემპებით უნდა დავიწყოთ, პირველ რიგში, საგამოძიებო სისტემის, თუმცა ყველა იმ სისტემის რეფორმირება, რომელსაც, საბოლოო ჯამში, ასეთ ტრაგედიებამდე მივყავართ,”- განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

 

ცნობისთვის,  რუსი ოკუპანტებმა 5 ნოემბერს  ე.წ. საზღრის უკანონო გადაკეთის ბრალდებით ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილი დააკავეს, რომელსაც ცხინვალის სასამართლომ 2 თვიანი პატიმრობა მიუსაჯა.

ამ ფაქტს, ქვეყნის მასშტაბით პროტესტი მოჰყვა. თითქმის ყველა სამედიცინო დაწესებულებაში ჩატარდა “თეთრი ხალათების” აქცია. ექიმები, დე ფაქტო ცხინვალის ხელისუფლებისგან ვაჟა გაფრინდაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვენ.

ასევე, ილია II ვაჟა გაფრინდაშვილთან დაკავშირებით, რუსეთის პატრიარქს მიმართავს 

13 დეკემბერს, ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის მორიგი სასამართლო პროცესი ჩატარდა ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლოში. იყო მოლოდინი, რომ ექიმს გაათავისუფლებდნენ, თუმცა “სასამართლომ” პატიმრობა ძალაში დატოვა.

რის შემდეგ ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლემ საზოგადოებას რესპუბლიკის მოედანთან შეკრება და საოკუპაციო ხაზთან მშვიდობიანი საპროტესტო აქციის გამართვა დაანონსა 

ამ ფაქტთან დაკავშირებით, თბილისის საკრებულოს დეპუტატმა ერეკლე კუხიანიძემ ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახს ასე მიმართა: “… ან მთელი ოჯახი იდიოტები ხართ, ან პროვოკატორები”

დღეს, ერეკლე კუხიანიძეს “ოცნებამ” საკრებულოს უმრავლესობა დაატოვებინა

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად