აბესაძე: “ოცნებას” საკონსტიტუციო კომისია ფარსად და დემოკრატიის მოჩვენებითად სურს

"ნაციონალური მოძრაობის წევრი ირაკლი აბესაძე საკონსტიტუციო კომისიის დაკომპლექტებაზე საუბრობს და აცხადებს, რომ კარგი იქნება ამ კომისიაში თუ ოპოზიციურად განწყობილი და კრიტიკული ადამიანები იქნებიან. 

"დღეს ჩვენ გვაქვს რეალობა, რომ "ქართულ ოცნებას" აქვს ძალიან მყარი საკონსტიტუციო უმრავლესობა პარლამენტში, წინასწარ გაცხდებული ვიწრო პარტიულ მიზნებზე მორგებული გეგმები კონსტიტუციაში ცვლილებებასთან დაკავშირებით და რა თქმა უნდა საკონსტიტუციო კომისიის სათანადო დაკომპლექტება ოპოზიციურად განწყობილი და კრიტიკულად განწყობილი პირებით, პირველ რიგში პრეზიდენტის ჩართულობით იქნებოდა ძალიან მნიშვნელოვანი, რომ არა წინასწარ გაცხადებული გეგმა, რომ როგორც ჩანს საკონსტიტუციო კომისია სურთ მხოლოდ და მხოლოდ ფარსად და ასე ვთქვათ დემოკრატიის მოჩვენებითად", – განაცხადა ირაკლი აბესაძემ. 

აბესაძე საუბრობს ომ ცვლილებებზე რაც შესაძლოა განახორციელოს ახალმა საკონსტიტუციო კომისიამ. 

"ჩვენ მწყობრი ხედვა კონსტიტუციური მოდელის არ მოგვისმენია "ქართული ოცნების" წარმომადგენლებისგან არც გასული 4 წლის განმავლობაში და არც ახლა წინა საარჩევნო პერიოდში და ძალიან რთულია ივარაუდო რა ძირეული ცვლილებების განხორციელება სურთ საქართველოს კონსტიტუციაში ქვეყნის მოწყობის თვალსაზრისით, თუმცა ცალკეული ცვლილებები ნათელია და ძალიან მკაფიოდ ჩანდა, რომ მათ სურთ ეს არის პრეზიდენტის პირდაპირი წესის შეცვლა, ეს იქნება გადასახადების გაზრდის შემზღუდავი ნორმის გაუქმება და იცით, რომ საქართველოს კონსტიტუცია კრძალავს ახალი გადასახადის შემოღებას რეფერენდუმის გარეშე , არსებული გადასახადის განაკვეთის გაზრდას გადა გადასახადების გაზრდას. სწორედ იქ სადაც კონსტიტუციის შეზღუდვა არ იყო.

მომავალ წელს მთავრობა ძალიან მნიშნელოვნად ზრდის გადასახადებს და უძვირებს ცხოვრებას ადამიანებს. როგორც ჩანს კონსტიტუცია იქნება მორგებული მათ ვიწროპარტიული მიზნებზე, სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია თუ კი მოხერხდება საკონსტიტუციო კომისია იყოს რეალურად მომუშავე ორგანო, რეალურად საკითხის განმხილველი ორგანო რომელიც ბრმად მოაწერს ხელს "ქართული ოცნების" შეთავაზებას, – განაცხადა აბესაძემ ტელეკომპანია "პირველთან". 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად