აბესაძე მოძრაობა ”ლელოზე”: რა თქმა უნდა, ივანიშვილის ხელისუფლებაზე დატყმაა, რაც ჩვენთვის მისასალმებელია

“ნებისმიერი ოპოზიციურ ფლანგზე მოქმედი სუბიექტი, რომლის მიზანიც არის “ქართული ოცნების” ხელისუფლებიდან ჩამოშორება, რა თქმა უნდა, არის დარტყმა ივანიშვილის ხელისუფლებაზე და ჩვენთვის არის მისასალმებელი”. ასე გამოეხმაურა საპარლამენტო ფრაქცია “ევროპული საქართველოს” წევრი ირაკლი აბესაძე ბიზნესმენ მამუკა ხაზარაძის მიერ ახალი მოძრაობის დაფუძნებას, რომლის პრეზენტაციაც დღეს ანაკლიაში გაიმართა.

ირაკლი აბესაძის თქმით, ნებისმიერი ახალი მოძრაობა, რომელიც “ქართული ოცნების” ხელისუფლებას და ივანიშვილის რეჟიმს დაუპირისპირდება, ნამდვილად მისასალმებელია.

“ამ თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, ჩვენ წარმატებას ვუსურვებთ მათ, თუმცა “ევროპული საქართველოს მთავარი მიზანი არის, მომდევნო ერთი წლის განმავლობაში პროპორციული წესით არჩევნების ჩატარებამდე ჩავატაროთ ისეთი კამპანია, რომელიც საზოგადოებას დაარწმუნებს ჩვენი პარტიის უპირატესობაში და მოგვცემს შესაძლებლობას დავაკომპლექტოთ მთავრობა და მოვიშოროთ ხელისუფლებიდან “ქართული ოცნება”-განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

ცნობისთვის: „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის საზოგადოებრივი მოძრაობის სახელწოდება „ლელო“ იქნება. ამის შესახებ მამუკა ხაზარაძემ ანაკლიაში განაცხადა, სადაც მოძრაობის პრეზენტაცია გამართა.

„ჩვენ დღეს ვაფუძნებთ მოძრაობას. მოძრაობას, რომელსაც ექნება გუნდურობის, ექნება მიზნების მიღწევის, ექნება სიყვარულის, ერთობის, საქართველოს გამარჯვებაზე ორიენტირებული მიზანი“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...