აბესაძე კილაძეს: 2012 წელს სწორი იყო ამომრჩეველი, მაგრამ 6 წელი 180 გრადუსით საწინააღმდეგო რაღაც აკეთეთ
ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი აბესაძემ “ტვ პირველის” გადაცემაში “ხალხის პოლიტიკა” განაცხადა.
“დიახ, 2012 წელს სწორი იყო ამომრჩეველი, ამაში ნამდვილად შემიძლია დაგეთანხმოთ, მაგრამ აბსოლუტურად არასწორი ხართ 2012 წლის შემდეგ, 6 წლის განმავლობაში, როგორც ხელისუფლება, რომელმაც 180 გრადუსით საწინააღმდეგო აკეთეთ”, – განაცხადა ირაკლი აბესაძემ.
მას სოფო კილაძე შეეკამათა, რომ ამისთვის აირჩია ამომრჩეველმა შარშან, თვითმმართველობის არჩევნებზე, რაზეც აბესაძე პასუხობს:
“როგორ აგირჩიათ და რა რესუსრსების ხარჯზე გიწევთ გამარჯვების მოპოვება, ეს საზოგადოებამ გადაწყვიტოს”, – განაცხადა ირაკლი აბესაძემ.