აბესაძე: გახარიას პრემიერმინისტრის კანდიდატად წარდგენა საზოგადოებაზე ძალადობაა

ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” წევრმა, დეპუტატმა ირაკლი აბესაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

“გიორგი გახარიას პრემიერმინისტრის კანდიდატად წარდგენა ეს არის საზოგადოებაზე ძალადობა და ხელის გადაგრეხვის მცდელობა და ასეთ სიტუაციაში ნორმალური პოლიტიკური დიალოგი ვერ იქნება. მითუმეტეს არანაირი შეკითხვები არ შეიძლება არსებობდეს ცალკეულ მინისტრებთან, სადაც ფორმალურადაც კი არ განხორციელებულა არცერთი ცვლილება.

ესენი არიან ადამიანები, რომლებიც პასუხისმგებლები არიან უმძიმეს კრიზისში სასამართლოს სისტემის შეყვანაში. სასამართლო სიტემის პოლიტიკურ იარაღად გამოყენებაში და ყველა ის იმ სერიოზულ მავნებლურ ნაბიჯში, რომელსაც „ქართული ოცნება“ დგამდა სამართალდამცავი სისტემის მიმართულებით. ამიტომ, რა თქმა უნდა არანაირი შეკითხვა ჩვენ ამ ადამიანებთან არ გვაქვს“, – განაცხადა ირაკლი აბესაძე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად