აბესაძე ელჩებზე: ამ ადამიანებს კვლავ ივანიშვილისთვის გაწეული სამსახურისთვის ახალი თანამდებობებით აჯილდოვებენ

საპარლამენტო ფრაქცია “ევროპული საქართველოს” წევრის ირაკლი აბესაძის შეფასებით, ადამიანებს ახალი თანამდებობებით კვლავ ივანიშვილისთვის გაწეული სამსახურისთვის აჯილდოვებენ.

ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა ჟურნალისტებს ახლადდანიშნული ელჩების შეფასებისას განუცხადა. 

„ასეთი ტიპის დანიშვნები ჩვენ კარგად გვაჩვენებს როგორი გულწრფელი იყო ივანიშვილისა და მისი გუნდის მცდელობა გადავსულიყავით პროპორციულ არჩევნებზე და მეორე მხრივ, როგორი გულწრფელი იყო ზოგიერთი დეპუტატის აღშფოთება, როდესაც კანონპროექტი ჩავარდა. დღეს ვხედავთ, რომ ამ ადამიანებს კვლავ ივანიშვილისთვის გაწეული სამსახურისთვის ახალი თანამდებობებით აჯილდოვებენ. ასე, რომ ეს არის მთლიანად ლუსტრაციის და მხილების პროცესი,”- განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

შეგახსენებთ, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად დიდი ბრიტანეთის გაერთიანებულ სამეფოში სოფიო ქაცარავა, საბერძნეთის რესპუბლიკაში დავით დონდუა, ხოლო გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ლევან იზორია დაინიშნა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად