აბესაძე: არ მომეცა საშუალება შევაფასო, რა ტიპის საიდუმლო საბიუჯეტო ხარჯვას განახორციელებს ძალოვანი სტრუქტურები

საპარლამენტო ფრაქცია „ევროპული საქართველოს” წევრის, ირაკლი აბესაძის განცხადებით, პარლამენტის ნდობის ჯგუფში 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვისას, ფინანსთა მინისტრს ჯგუფის წევრებისთვის არ მიუწოდებია ისეთი ინფორმაცია, რომ შეფასებების გაკეთება იყოს შესაძლებელი. 

ამის შესახებ ირაკლი აბესაძემ ივანე მაჭავარიანისა და ნდობის ჯგუფის  წევრებს შორის გამართული დახურული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

„ფინანსთა მინისტრს ნდობის ჯგუფის ფარგლებში არ მოუწოდებია ისეთი ინფორმაცია, რომელიც რაღაცა ტიპის შეფასების შესაძლებლობას მოგვცემდა. ძირითადად საუბარი იყო ბიუჯეტის იმ ღია ნაწილზე, რომელზეც პოლიტიკური დებატი პარლამენტში ისედაც შედგება. სამწუხაროა, რომ არ მომეცა საშუალება შინაარსიანად შევაფასო, თუ რა ტიპის საიდუმლო საბიუჯეტო ხარჯვას განახორციელებს სამართალდამცავი სისტემა და თავდაცვის სამინისტრო“ -განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის განცხადებით, ნდობის ჯგუფთან განიხილება ის საიდუმლო მუხლები და საიდუმლო შესყიდვები, რაც საქართველოს ბიუჯეტით არის გათვალისწინებული.

შეგახსენებთ: ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა პარლამენტის ნდობის ჯგუფს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის საიდუმლო მუხლებზე და საიდუმლო შესყიდვებთან დაკავშირებულ საკითხებზე ინფორმაცია მიაწოდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად