აბესაძე 20 ივნისის მოვლენებზე: სასაცილოა გახარიას პირობებში ვიფიქროთ ობიექტურ გამოძიებაზე

“საერთოდ სასაცილოა გახარიას პირობებში ვიფიქროთ ობიექტურ გამოძიებაზე”,-ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი აბესაძემ “კურიერთან” საუბრისას განაცხადა.

“გვესმის მცდელობა ოპოზიციურ ლიდერებზე ამ დარბევაზე პასუხისმგებლობის გადაბარების. ეს არ გამოვა. ჩვენ ვხედავთ ახალგაზრდების ძალიან მტკიცე საზოგადოებრივ პროტესტს.

პირველ რიგში პასუხისმგებლობა უნდა აიღოს გახარიამ, ახალი მინისტრის პირობებში ჩატარდეს გამოძიება, ოცნების” პირობებში ჩატარებულ გამოძბეას ნდომა არ ექნება. საერთოდ სასაცილოა გახარიას პირობებში ვიფიქროთ ობიექტურ გამოძიებაზე,“-ამბობს „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი აბესაძე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...