აბაშიშვილი სააკაშვილზე: ვისაც მისი ტონის ეშინოდა, ან ეშინია, მოქალაქეობის აღდგენაზე მას მიმართოს

„ჩვენ ვიხილეთ პრეზიდენტ სააკაშვილის მორიგი არაადეკვატური განცხადება. მან ძალიან კარგად იცის, რომ მისთვის მოქალაქეობა პრეზიდენტ მარგველაშვილს არ ჩამოურთმევია. პირიქით, მან სრულიად შეგნებულად თვითონ თქვა უარი საქართველოს მოქალაქეობაზე, უკრაინის მოქალაქეობის სანაცვლოდ", – ასე გამოეხმაურა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებას.

მისი თქმით, მთელი ამ პერიოდის მანძილზე მისი არცერთი მოთხოვნა საქართველოს მოქალაქეობის აღდგენაზე არ ყოფილა.

"გუშინ, პირველად ვნახეთ შეურაცხმყოფელ სტილში მისი მხრიდან საქართველოს მოქალაქეობის მოთხოვნა და რაზეც რეაგირებაც შესაბამისია.

ვისაც მისი მსგავსი ტონის ეშინოდა, ან ეშინია მოქმედ, ან ყოფილ მის მთავრობაში, შეუძლია მას მიმართოს მოქალაქეობის აღდგენის მოთხოვნით“-აცხადებს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი "კურიერთან" საუბრისას.

შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილმა გუშინ, "კვირის აქცენტებში" საუბრისას მარგველაშვილის მიმართ ასეთი განცხადება გააკეთა: "მარგველაშვილი არის აბსოლუტური ლაჩარი. იმიტომ, რომ ჯერ ჩამომართვა მოქალაქეობა, თუ ელემენტარული ვაჟკაცობა აქვს, ელემენტარული რაღაც აქვს გატოკებული, დამიბრუნოს საქართველოს მოქალაქეობა".

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...