აბაშის მუნიციპალიტეტში საექიმო ამბულატორიები შენდება

აბაშის მუნიციპალიტეტის 10 ადმინისტრაციულ ერთეულში საექიმო ამბულატორიები შენდება.
მაცხოვრებლები თანამედროვე სტანდარტების მქონე ამბულატორიებით ისარგებლებენ. შენობები ტექნიკითა და შშმ პირთათვის განკუთვნილი შესაბამისი ინვენტარით აღიჭურვება, შესაძლებელი იქნება თანამედროვე მოთხოვნათა გათვალისწინებით განხორციელდეს მოსახლეობის სამედიცინო მომსახურება.

ამბულატორიების მიმდინარე სამუშაოები აბაშის მუნიციპალიტეტის მერმა, ლევან მაკალათიამ, შესაბამისი სამსახურების უფროსებთან ერთად დაათვალიერა.

პროექტი აბაშის მუნიციპალიტეტში, საქართველოს მთავრობის დადგენილებით, ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, ჯამში 1 000 000 ლარით ფინანსდება.

ნორიოს, ნაესაკოვოს, მარნისა და ქოლობნის ადმინისტრაციულ ერთეულებში სამუშაოებს ასრულებს შ.პ.ს. „ოსო“, სუჯუნის, კეთილარის, ონტოფოსა და გეზათის ადმინისტრაციულ ერთეულებში შ.პ.ს. „ჯი ემი. G-M”, სამიქაოსა და ზანათის ადმინისტრაციულ ერთეულებში კი_შ.პ.ს. „ნიჯო 2001“

ამბულატორიების მშენებლობები სექტემბერში დაიწყო და დეკემბერში დასრულდება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად