აბაშის მუნიციპალიტეტის მერმა, ლევან მაკალათიამ, სასწრაფო სამედიცინო დახმარების  შენობა ოფიციალურ პირებთან ერთად გახსნა

 აბაშის მუნიციპალიტეტის მერმა, ლევან მაკალათიამ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და  სოციალური დაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ, აბაშისა და მარტვილის მაჟორიტარ დეპუტატთან, ოთარ დანელიასთან,  სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულთან, ალექანდრე  მოწერილიასთან და საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორთან, ავთანდილ თალაკვაძესთან ერთად „საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის” ოფისი გახსნა. 

  „აბაშის მუნიციპალიტეტს  დღეიდან თანამედროვე  ტიპის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ახალი  შენობა ექნება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული მოქალაქისთვის. მადლობას ვუხდი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საგანგებო  სიტუაციების კოორდინაციისა და რეჟიმის დეპარტამენტის  უფროსს, ავთანდილ თალაკვაძეს  პროექტის მხარდაჭერისა და განხორციელებისთვის“,-აღნიშნა ლევან მაკალათიამ.

    „საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრისთანამედროვე ტიპის ოფისი თავისუფლების ქუჩაზე, კორპორაციაევექსისმიმდებარე ტერიტორიაზე აშენდა. შენობა განთავსებულია 185 კვ.. ფართობზეოფისში პერსონალის სამუშაო, მოსასვენებელი და ტექნიკური ოთახებია გამოყოფილი. ადმინისტრაციული ფართი აღჭურვილია საყოფაცხოვრებო და კომპიუტერული ინვენტარით. შენობის გარეთ, სასწრაფოსამედიცინო დახმარების ავტოპარკის   განსათავსებლად სპეციალური სივრცეა მოწყობილი. პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან  234 189 ლარით დაფინანსდასამუშაოები შეასრულა  ... „.კაპიტალმა“.

 აბაშის მუნიციპალიტეტს აქამდე არ გააჩნდა სპეციალიზებული სასწრაფო სამედიცინო ცენტრის ოფისი, 40-მდე თანამშრომელი  კორპორაციაევექსისჰოსპიტალის  შენობაში მუშაობდა. ამიერიდან, მოსახლეობის სამედიცინო მომსახურება  

 თანამედროვე   მოთხოვნათა გათვალისწინებით განხორციელდება 

ამის შესახებ ინფორმაციას აბაშის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...