აბაშის მუნიციპალიტეტის მერმა, ლევან მაკალათიამ, სამელიორაციო სამუშაოები დაათვალიერა

აბაშის მუნიციპალიტეტის მერმა, ლევან მაკალათიამ, შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალურმა დირექტორმა, ოთარ შამუგიამ, ექსპლუატაციის დირექტორმა, გიორგი ხუბუამ, მერიის შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელებთან ერთად, მდ. აბაშის ნაპირის გამაგრების დასრულებული სამუშაოები დაათვალიერეს.

ქვა-ღორღისა და ნატანისგან გაიწმინდა მდინარე აბაშის კალაპოტი, დატბორვის საწინააღმდეგო დამბის, გადასასვლელებისა და ნაპირსამაგრი ნაგებობების მოწყობის სამუშაოები ზანათის, სეფიეთისა და ნორიოს ადმინისტრაციულ ერთეულებში ჩატარდა, სადაც გასული წლის აგვისტოში, ადიდებული მდინარე ნაპირებიდან გადმოვიდა და მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა აღნიშნულ სოფლებს. ჩატარებული სამუშაოები უხვი ნალექის დროს დაახლოებით 380 ჰექტარ მიწის ფართობს დატბორვისგან დაიცავს.

სამუშაოები, საქართველოს მთავრობის განკარგულებით, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების ფარგლებში,520 434 ლარით დაფინანსდა.
მდინარე აბაშის ნაპირსამაგრი სამუშაოები შპს „საქართველოს მელიორაციამ“ შეასრულა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად