აბაშის მუნიციპალიტეტში საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია გრძელდება

აბაშის მუნიციპალიტეტის მერი, ლევან მაკალათია, პირველ მოადგილესთან, ირაკლი პერტენავასთან ერთად, მერიის სამსახურების, ააიპ-ების, საბავშვო ბაღების უფროსებსა და სკოლების დირექტორებს, მერიის საკონფერენციო დარბაზში შეხვდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები.

თათბირზე განიხილეს ადმინისტრაციულ ერთეულებში არსებული პრობლემური საკითხები, სხვადასხვა სფეროში განხორციელებული და დაგეგმილი სოციალური, ინფრასტრუქტურული და კულტურული პროექტები.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საჯარო სკოლების რეაბილიტაციის საკითხებს, აღინიშნა, რომ მიმდინარე წელს, აბაშის მუნიციპალიტეტში, საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის თვალსაზრისით, მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდა.

თათბირზე მომავალში განსახორციელებელი კონკრეტული გეგმები და პრიორიტეტები დაისახა. ამის შესახებ ინფორმაციას აბაშის მერია ავცლებეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...