აბაშის მუნიციპალიტეტის მერი მოსახლეობის წინაშე ანგარიშით წარსდგა

აბაშის მუნიციპალიტეტის მერი, ლევან მაკალათია, მოსახლეობის წინაშე 2019 წლის 9 თვეში გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშით წარსდგა.

პრეზენტაცია საჯაროდ, ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას სახელობის განახლებულ პარკში გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები: ოთარ დანელია და ლევან მგალობლიშვილი, აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, მამუკა კვიტაშვილი, საკრებულოს წევრები, სხვადასხვა სამსახურის წარმომადგენლები.

ლევან მაკალათიამ მოსახლეობას განხორციელებული და მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, ისაუბრა ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით განხორციელებულ მუნიციპალურ პროგრამებზე, ასევე ახალგაზრდების, სპორტისა და კულტურის ხელშეწყობის მიზნით განხორციელებულ პროექტებზე, ხაზი გაუსვა იულიხის კვლევით ცენტრსა და აბაშის მუნიციპალიტეტის მერიას შორის დადებული მემორანდუმის მნიშვნელობას.

გამოსვლის დასასრულს, მერმა მოსახლეობას აბაშის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი პროექტები გააცნო.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად