აბაშის მუნიციპალიტეტის მერი, ლევან მაკალათია, საზოგადოება “აბაშელის” წევრებს შეხვდა

აბაშის მუნიციპალიტეტის მერი, ლევან მაკალათია, მერიის საკონფერენციო დარბაზში, საზოგადოება „აბაშელის“ წევრებს შეხვდა.

„აბაშის მუნიციპალიტეტის ცენტრში, ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას სახელობის პარკში, ეროვნული გმირების ძეგლები დაიდგმება. ამ მიმართულებით მალე დაიწყება მუშაობა. შეიქმნება სპეციალური კომისია, რომელიც საზოგადოება „აბაშელთან“ ერთად, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან და სპეციალისტებთან ითანამშრომლებს, რათა საერთო აზრის გათვალისწინებით, თითოეული აბაშელის სურვილი ასრულდეს, ამ ფორმით გამოვხატოთ ჩვენი სიყვარული და პატივისცემა ეროვნული გმირებისადმი,“-განაცხადა ლევან მაკალათიამ.

შეხვედრაზე, რომელსაც „აბაშელებთან“ ერთად მერიის სხვადასხვა სამსახურის უფროსები ესწრებოდნენ, განიხილეს ეროვნული გმირების, ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას ძეგლების შექმნასა და დადგმასთან დაკავშირებული დეტალები.
ეროვნული გმირების ძეგლები ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას სახელობის პარკში, სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე დაიდგმება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...