აბაშის მუნიციპალიტეტის მერი ლევან მაკალათია სახლის ჩამონგრევის შედეგად დაზარალებულ ოჯახს შეხვდა

აბაშის მუნიციპალიტეტის მერი, ლევან მაკალათია, შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელებთან ერთად, სამიქაოს ადმინისტრაციულ ერთეულში იმყოფებოდა, სადაც ზურაბ კაჭარავას სოციალურად დაუცველი ხუთსულიანი ოჯახის საცხოვრებელი სახლის ნაწილი მთლიანად ჩამოინგრა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მერმა დაზარალებულებს დახმარება შესთავაზა.
„ოჯახში მცირეწლოვანი ბავშვები არიან, ახლა მათ გვერდით დგომა სჭირდებათ, საბედნიეროდ არავინ დაშავებულა. დაითვლება ზარალი, ოჯახს მაქსიმალურად დავეხმარებით, იქნება ეს დროებითი საცხოვრებელი, სამშენებლო მასალა თუ ტექნიკა,“-განაცხადა ლევან მაკალათიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...