აბაშის მუნიციპალიტეტის მერი, ლევან მაკალათია, ფასადების რეკონსტრუქციის სამუშაოებს  გაეცნო 

აბაშის მუნიციპალიტეტის მერი, ლევან მაკალათია, შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელებთან ერთად, ქალაქ აბაშაში, მრავალსართულიანი სახლების ფასადების შეკეთება-რეკონსტრუქციის   სამუშაოებს    გაეცნო. 

მერმა საცხოვრებელი ბინის ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებული საკითხები კორპუსის მაცხოვრებლებთან ერთად განიხილა და  მათ არსებული პრობლემების მოგვარებას ეტაპობრივად დაჰპირდა. 

 ფასადების რეკონსტრუქცია 16 საცხოვრებელ ბინას ჩაუტარდება.    სამუშაოებს, რომელიც რეგიონებში განსახორციელებელი ფონდიდან 598 390 ლარით  ფინანსდება, ასრულებს შ.პ.ს. „ჯი ემი. G-M”.  

სამუშაოები მიმდინარე წლის მაისში დაიწყო და დეკემბერში დასრულდება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...