აბაშის მერი ტროტუარების სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო

აბაშის მუნიციპალიტეტის მერი, ლევან მაკალათია, მერიის შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელებთან ერთად თავისუფლების ქუჩაზე, ტროტუარების სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო.

პროექტით გათვალისწინებულია საავტომობილო გზის ორივე მხარეს 3,0 მეტრი სიგანის ტროტუარების მოწყობა, რომელიც ასევე გამოყენებული იქნება, როგორც ველობილიკი. ეზოში, შესასვლელებზე დაიგება ბეტონის საფარი.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე აქამდე არ არსებობდა ტროტუარი, რის გამოც მოსახლეობას გადაადგილება უწევდა ტრანსპორტით გადატვირთულ გზაზე, შესაბამისად, იქმნებოდა ავარიული სიტუაციები.

სამუშაოები მიმდინარე წლის თებერვალში დაიწყო და აგვისტოში დასრულდება. ტროტუარების მოწყობის სამუშაოებს ასრულებს შ.პ.ს. „თბ-კაპიტალი“, პროექტი რეგიონული განვითარების ფონდიდან 677 418 ლარით ფინანსდება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...