აბაშელი ახალგაზრდები გაცვლით პროგრამაში მიიღებენ მონაწილეობას

აბაშის მუნიციპალიტეტის მერმა, ლევან მაკალათიამ, მარტვილისა და აბაშის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ოთარ დანელიამ, იულიხის კვლევითი ცენტრის დირექტორთა საბჭოს წევრმა, სებასტიან შმიდტმა, პროფესორმა, ჰანც შტროერმა, ხელი მოაწერეს აბაშის მუნიციპალიტეტის მერიასა და იულიხის კვლევით ცენტრს შორის შეთანხმებას, რომლის თანახმადაც აბაშელი მოსწავლეები, სტუდენტები, გაცვლით პროგრამაში მიიღებენ მონაწილეობას.

შეხვედრა გაიმართა აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზში. აბაშის მკვიდრი, იულიხის კვლევითი ცენტრის მეცნიერი, ანდრო კაჭარავა არის ინიციატორი, პროექტის „ქართულ-გერმანული სამეცნიერო ხიდი“.
„განათლება და მეცნიერება ქვეყნის განვითარების აუცილებელი პირობაა, ფუნდამენტია, განათლებული თაობა ხვალინდელი საქართველოს სიძლიერეა, მთავრობის მიერ გაჟღერდა ძირითადი მიმართულებაც, განათლება გამოცხადდა ეროვნულ იდეად. პროექტი „ქართულ-გერმანული სამეცნიერო ხიდი“ სწორედ ამის დადასტურებაა. მე, როგორც აბაშის მუნიციპალიტეტის მერი, ყოველმხრივ დავეხმარები ნიჭიერ ახალგაზრდებს სათანადო განათლების მიღებაში“,_აღნიშნა ლევან მაკალათიამ.

შეხვედრას ესწრებოდნენ გერმანიის იულიხის კვლევითი ცენტრის მეცნიერები, პროფესორები, ქართული უნივერსიტეტის სამეცნიერო საზოგადოების, საგანმანათლებლო სისტემის წარმომადგენლები, აბაშის წარმატებული მოსწავლეები, სკოლის დირექტორები. მოეწყო საჯარო ლექცია.

ოფიციალური შეხვედრის შემდეგ სტუმრებმა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებსა და ახალგაზრდებთან ერთად კონსტანტინე გამსახურდიას სახლ-მუზეუმი დაათვალიერეს. კულტურისა და ხელოვნების განვითარების ცენტრის ანსამბლ „ჰარირას“ მონაწილეობით ფოლკლორული საღამო გაიმართა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...