აბაშაში ხალხური ცხენოსნობის დღისადმი მიძღვნილი ფესტივალი გაიმართა

აბაშის მუნიციპალიტეტის მერი, ლევან მაკალათია, ზუგდიდის მერთან, გეგა შენგელიასთან ერთად, იპოდრომზე, ხალხური ცხენოსნობის დღისადმი მიძღვნილ ფესტივალს ესწრებოდა. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ, აბაშის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე, ირაკლი პერტენავა, ზუგდიდის მერის მოადგილე, კონსტანტინე კაკავა. მერიისა და საკრებულოს თანამშრომლები, გულშემატკივრები, სტუმრები მეზობელი მუნიციპალიტეტებიდან.

დოღში (1200 მ და 1800 მ), საცხენოსნო თამაშობებში: ისინდსა და ცხენბურთში მონაწილეობდნენ ცხენოსნები: აბაშიდან, ზუგდიდიდან, მარტვილიდან, ფოთიდან, ბათუმიდან, სამტრედიიდან, ახმეტიდან, ოზურგეთიდან და ჩოხატაურიდან. გაიმართა ქართული საბრძოლო ხელოვნების საჩვენებელი გამოსვლები, ღონისძიება მუსიკალური ნომრებით გაალამაზა, აბაშის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ხელოვნების განვითარების ცენტრის, სიმღერისა და ცეკვის სახალხო ანსამბლმა „ჰარირამ“. გამარჯვებული ცხენოსნები მედლებითა და სიგელებით დაჯილდოვდნენ.

ხალხური ცხენოსნობის დღისადმი მიძღვნილი ფესტივალი საქართველოს ხალხური ცხენოსნობის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებითა და აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით გაიმართა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...