აბაშაში “ღია შეხვედრებზე” დასმული მდინარე ნოღელაზე ხიდის პრობლემა მოგვარდა

აბაშის მუნიციპალიტეტში მდინარე ნოღელაზე ავარიული ლითონის ხიდის გამაგრების სამუშაოები დასრულდა.

ხიდის რეაბილიტაცია ადგილობრივი ბიუჯეტიდან 8 175 ლარით დაფინანსდა. პროექტის ფარგლებში განახლდა ხიდის სავალი ნაწილი და მოაჯირები, ასევე გამაგრებითი სამუშაოები ჩაუტარდა ბურჯებს.
ხიდის რეაბილიტაციის საკითხი მოსახლეობამ, პროექტ „ღია შეხვედრების“ ფარგლებში ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრისას დასვა.
რეაბილიტირებული ხიდი 4 სოფელს: გეზათს, გულუხეთს, მაიდანსა და სამიქაოს აკავშირებს მუნიციპალიტეტის ცენტრთან. რეაბილიტირებული ხიდი დღეს მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებმა დაათვალიერეს.

ამის შესახებ ინფორმაციას აბაშის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად