აბაშაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა

აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ მარანთან ზუგდიდი-თბილისის სამგზავრო მატარებელი მიკროავტობუსს შეეჯახა, რის შედეგადაც ავტომანქანაში მყოფი 3 ადამიანი დაიღუპა, – ამის შესახებ “აიპრესს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

მათივე ცნობით, დანარჩენი, დაშავებული მგზავრები აბაშის ცენტრალურ საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. სარკინიგზო მიმოსვლა მომხდარის გამო დროებით შეჩერებულია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...