აბაშაში, აკაკის ქუჩის V შესახვევში გზის რეაბილიტაცია დასრულდა

აბაშის მუნიციპალიტეტის მერმა, ლევან მაკალათიამ, მერიის შესაბამისი სამსახურების თანამშრომლებთან ერთად, აკაკის ქუჩის V შესახვევში რეაბილიტირებული გზა დაათვალიერა.

პროექტის ფარგლებში გადაწყვეტილ იქნა გზასთან დაკავშირებული მრავალწლიანი პრობლემა, 1 კმ გზა ასფალტო-ბეტონის საფარით მოეწყო, ქუჩის რეაბილიტაციის შედეგად, გაუმჯობესებული პირობებით სარგებლობის შესაძლებლობა მიეცა 2000-ზე მეტ მოქალაქეს, ვინაიდან აღნიშნულ გზაზე ინტენსიური მოძრაობაა და სარგებლობს ორი სოფლის, ეწერის, სუჯუნის და ქალაქის მოსახლეობა.

პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 247 888 ლარით დაფინანსდა. გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები შეასრულა შ.პ.ს. „შარა-გზამშენი პირველმა“.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...