კვესიტაძე: გვარამია ყველაზე ძლიერი სახალხო ლიდერია, რომელიც ბოლო წლებში ამ ქვეყანას ჰყოლია

“გვარამია ყველაზე ძლიერი სახალხო ლიდერია, რომელიც ბოლო წლებში ამ ქვეყანას ჰყოლია” – ასეთი ეპითეტით შეამკო გადაცემა “აქცენტების” წამყვანმა ეკა კვესიტაძემ თავისი დირექტორი ნიკა გვარამია.

ვანო მერაბიშვილთან ინტერვიუში ეკა კვესიტაძემ შემდეგი კითხვა დასვა:

ეკა კვესიტაძე: როგორ ფიქრობთ, რატომ შეაბრუნა ივანიშვილმა ცუხეში უგულავა?

ვანო მერაბიშვილი: ვერ გეტყვით, მაგას არ ველოდებოდი.

ეკა კვესიტაძე: შეუძლია ერთი ორი ლიდერი ისევ დააკავოს?

ვანო მერაბიშვილი: კი შეუძლია.

ვანო მერაბიშვილის განცხადებით, ივანიშვილს ბევრი ლიდერის დაკავება შეუძლია, მათ შორის ნიკა გვარამიასიც, რაზეც ეკა კვესიტაძემ უპასუხა:

“გვარამია იქნებოდა უზარმაზარი დარტყმა, იმიტომ რომ გვარამია საბოლოო ჯამში არის ყველაზე ძლიერი სახალხო ლიდერი, რომელიც ამ ქვეყანას ბოლო წლებში ჰყოლია” – განაცხადა ეკა კვესიტაძემ.

„გითხარით, რომ ჯერ არ მაქვს გადაწყვეტილი კონკრეტულად რომელ პარტიაში გავერთიანდები, მაგრამ აქტიური პოლიტიკური მოღვაწეობა გადაწყვეტილი მაქვს. ამდენი წლის განმავლობაში იზოლაციაში ვიყავი, როდესაც ციხეში პატიმრობაში მოვხვდი, მაშინ ორი პარტია: „ნაციონალური მოძრაობა და „ევროპული საქართველო“ ერთიანი პარტია იყო. პრაქტიკულად, იმ განცდით ვარ დღესაც იმიტომ, რომ ჩემი ბოლო მეხსიერება არის ის დრო, როდესაც ჩვენ ყველანი ერთად ვიყავით. რა თქმა უნდა, კარგი იქნებოდა პარტიის გაყოფა რომ არ მომხდარიყო, მაგრამ ამის მსაჯული არ ვარ. ორივე პარტიაში ჩემი მეგობრები არიან. მჭირდება გარკვეული დრო, რომ ჩამოვყალიბდე, გავერკვე, დავილაპარაკო, რა აქვთ მათ საერთო, განსხვავებული, თუმცა ერთი რამ ვიცი, რომ ორივე პარტიას საერთო ძალიან ბევრი აქვთ. მოხარული ვარ, რომ დღეს პრაქტიკულად მთელი ოპოზიცია და არა მარტო ოპოზიცია, ქართული საზოგადოება ჩამოყალიბებულია იმ აზრზე, რომ ეს ხელისუფლება უნდა შეიცვალოს. ამ ხელისუფლებამ თავისი რესურსები ამოწურა, მან თავისი დადებული პირობები არ შეასრულა და პრაქტიკულად, ხელისუფლებაში მათი არსებობა პრობლემას ქმნის. ვფიქრობ, ეს ხელისუფლება შემოდგომაზე, არჩევნების გზით აუცილებლად შეიცვლება. ყველაფერი ძალიან წყნარად ჩაივლის. მინდა გითხრათ, რომ ყველა ამ პროცესში ერთერთი მთავარი აქტიური მონაწილე ვიქნები, მაგრამ ყველაზე მიუკერძოებელი და პირადი ინტერესები არ მექნება“,-განაცხადა ვანო მერაბიშვილმა  გადაცემაში „მთავარი აქცენტები“.

ცნობისთვის: შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, მსჯავრდებულმა ვანო მერაბიშვილმა თითქმის 7-წლიანი პატიმრობის შემდეგ, პენიტენციურ დაწესებულება, ე.წ. მატროსოვის ციხე 2020 წლის 20 თებერვალს დატოვა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად