994 კოვიდინფიცირებული 24 საათში – უკრაინა ზედიზედ მეორე დღეა ანტირეკორდს ამყარებს

უკრაინის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრი განვლილი 24 საათის კორონავირუსის სტატისტიკას აქვეყნებს

გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, განვლილ 24 საათში კორონავირუსით 16 კაცი გარდაიცვალა და წინა დღის რეკორდულ რაოდენობაზე 54-ით მეტი, 994 დაინფიცირდა.
 
სულ კორონავირუსის გავრცელების დაწყებიდან დღემდე უკრაინაში კორონავირუსით გარდაცვლილია 1 067 და დაინფიცირებულია 40 008 კაცი.
 
გუშინ, ანტირეკორდის შესახებ კომენტარის გაკეთების დროს, უკრაინაში ბოლო 2 კვირის მანძილზე კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების ზრდა უკრაინის ჯანმრთელობის დაცვის მინისტრმა ვიქტორ სტეპანოვმა მოსახლეობის მიერ ხელისუფლებისგან დადგენილი ნორმების დაუცველობით ახსნა.
 
“უკვე ორი კვირაა მე მოგმართავთ თქვენ რეკომენდაციებთან და იმ წესებთან დაკავშირებით, რომლებიც ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს მიერ არის დადგენილი – ესაა ნიღბები, სოციალური დისტანცია, ანტისეპტიკების გამოყენება”
 
“ჩვენთან არამხოლოდ ინფიცირებულთა რაოდენობა იზრდება, არამედ იზრდება ყოველდღიურად ჰოსპიტალიზირებულ ადამიანთა რაოდენობა”, – განაცხადა სტეპანოვმა და დააზუსტა, რომ საავადმყოფოში მძიმე ავადმყოფები ხვდებიან.
 
“ჩვენ გულმოდგინედ ვმუშაობთ რათა გავზარდოთ საავადმყოფოებში საწოლების რაოდენობა, მაგრამ შეიძლება დადგეს მომენტი, როდესაც ვერ შევძლებთ სამედიცინო დახმარების აღმოჩენას”, – აღნიშნა სტეპანოვმა
 
უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალი დადგენილი წესების დაცვისკენ მოუწოდებს მოსახლეობას და აფრთხილებს იმის შესახებ, რომ ტოტალური კარანტინის შედეგები შეიძლება უფრო კატასტროფული იყოს, ვიდრე ეპიდემია.
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად