941 კოვიდინფიცირებული 24 საათში – უნგრეთსა და მის მეზობელ ქვეყნებში ინფიცირების რეკორდული რაოდენობები ფიქსირდება

უნგრეთის ხელისუფლების მიერ კორონავირუსის შესახებ ინფორმაციის გავრცელების მიზნით შექმნილი საიტი, განვლილი 24 საათის კორონასტატისტიკას აქვეყნებს.

გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, განვლილ 24 საათში უნგრეთში 941 კოვიდინფიცირებული გამოვლინდა, 231-ით მეტი, ვიდრე გუშინ და 25-ით მეტი 12 სექტემბრის რეკორდულ რაოდენობაზე.

განვლილ 24 საათში კორონავირუსი გარდაიცვალა 6 კაცი.

სულ, უნგრეთში კორონავირუსის გავრცელების დაწყებიდან შემდეგ, ინფიცირების 16 111(+941) შემთხვევაა დადასტურებული. კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა არის 669(+6).

100 ათას მცხოვრებზე კოვიდ19-ით ინფიცირებულთა ბოლო ორი კვირის კუმულატიური რაოდენობა უნგრეთში 90.4-ის, ხოლო გარდაცვალებულთა კი 0.50-ის ტოლია.

კოვიდინფიცირებულთა კუმულატიური რაოდენობა ევროპის მილიონზე მეტ მაცხოვრებლიან ქვეყნებიდან უნგრეთთან შედარებით უფრო მაღალია ესპანეთში, საფრანგეთში, მოლდოვაში, ჩეხეთში, ბელგიაში, ნიდერლანდებში და რუმინეთში.

განვლილი ორი დღის განმავლობაში კოვიდინფიცირებულთა რეკორდული რაოდენობები დაფიქსირდა ვიშეგრადის წევრი ოთხი სახელმწიფოდან სამში – ჩეხეთში (3130), სლოვაკეთში (235) და უნგრეთში. რეკორდულთან შედარებით ნაკლები, თუმცა მასთან მიახლოებული კოვიდინფიცირების შემთხვევები გამოვლინდა ოთხი ქვეყნიდან მხოლოდ ერთში – პოლონეთში (757). რეკორდი დაფიქსირდა უნგრეთის მოსაზღვრე უკრაინაში (გუშინ – 3584), რუმინეთში (გუშინწინ – 1713) და სლოვენიაში (დღეს – 137). მაღალი მაჩვენებლებია მის მეზობელ კიდევ ორ ქვეყანაში – ავსტრიაში (808) და ხორვატიაში (234). უნგრეთის მეზობლად მდებარე სერბიის განვლილი 24 საათის სტატისტიკა ჯერ არაა გამოქვეყნებული.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად