940 კოვიდინფიცირებული 24 საათში – უკრაინა ანტირეკორდს ამყარებს

უკრაინის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრი განვლილი 24 საათის კორონავირუსის სტატისტიკას აქვეყნებს

გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, განვლილ 24 საათში კორონავირუსით 16 კაცი გარდაიცვალა 940 დაინფიცირდა.

დღის განმავლობაში ინფიცირებულთა ასეთი დიდი რაოდენობა უკრაინაში პირველად დაფიქსირდა.

სულ კორონავირუსის გავრცელების დაწყებიდან დღემდე უკრაინაში კორონავირუსით გარდაცვლილია 1 051 და დაინფიცირებულია 39 014 კაცი.

დღევანდელი ანტირეკორდის შესახებ კომენტარის გაკეთების დროს, უკრაინაში ბოლო 2 კვირის მანძილზე კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების ზრდა უკრაინის ჯანმრთელობის დაცვის მინისტრმა მოსახლეობის მიერ ხელისუფლებისგან დადგენილი ნორმების დაუცველობით ახსნა.

“უკვე ორი კვირაა მე მოგმართავთ თქვენ რეკომენდაციებთან და იმ წესებთან დაკავშირებით, რომლებიც ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს მიერ არის დადგენილი – ესაა ნიღბები, სოციალური დისტანცია, ანტისეპტიკების გამოყენება”

“ჩვენთან არამხოლოდ ინფიცირებულთა რაოდენობა იზრდება, არამედ იზრდება ყოველდღიურად ჰოსპიტალიზირებულ ადამიანთა რაოდენობა”, – განაცხადა სტეპანოვმა და დააზუსტა, რომ საავადმყოფოში მძიმე ავადმყოფები ხვდებიან.

“ჩვენ გულმოდგინედ ვმუშაობთ რათა გავზარდოთ საავადმყოფოებში საწოლების რაოდენობა, მაგრამ შეიძლება დადგეს მომენტი, როდესაც ვერ შევძლებთ სამედიცინო დახმარების აღმოჩენას”, – აღნიშნა სტეპანოვმა

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად