921 ინფიცირებული 24 საათში – უკრაინამ ბოლო სამ დღეში სამჯერ დაამყარა ანტირეკორდი

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების და თავდაცვის საბჭოს კორონავირუსის ეპიდემიის გავრცელების მონიტორინგის სისტემების საიტზე, განვლილი 24 საათის სტატისტიკური მონაცემები გამოქვეყნდა.

განვლილი 24 საათის განმავლობაში უკრაინაში 921 ინფიცირებული გამოვლინდა, 92-ით მეტი, ვიდრე წინა 24 საათში.
 
უკრაინამ ბოლო სამ დღეში სამჯერ დაამყარა ანტირეკორდი
 
სულ, კორონავირუსის გავრცელების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში კორონავირუსით დაინფიცირდა 34 984
 
განვლილ 24 საათში, უკრაინაში კორონავირუსით გარდაიცვალა 19 კაცი. სულ კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა არის 985 კაცი.
 
ბოლო პერიოდში ინფიცირების და გარდაცვალების შემთხვევების მატების მიუხედავად, უკრანაში კორონავირუსით ინფიცირებულთა და გარდაცვალებულთა სიხშირიანობა ბევრად ნაკლებია, ვიდრე საშუალოდ მსოფლიოში და ევროპაში. ინფიცირებულთა სიხშირიანობა მოსაზღვრე ქვეყნებიდან მხოლოდ სლოვაკეთსა და უნგრეთშია ნაკლები, გარდაცვალებულთა სიხშირიანობა კი – მხოლოდ სლოვაკეთში.
 
უკანასკნელი დღეების მანძილზე სიტუაციის გაუარესების კვალდაკვალ უკრაინა საკარანტინო ზომების დაცვაზე კონტროლს აძლიერებს და კოვიდინფიცირების შემთხვევების სწრაფი ზრდის ტემპის შენარჩუნების შემთხვევაში მკაცრი საკარანტინო ზომების შემოღებას არ გამორიცხავს.
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად