89 წლის უორენ ბაფეტი აცხადებს, რომ პენსიაზე გასვლას არ აპირებს

2019 წელს, საინვესტიციო კომპანია Berkshire Hathaway-ის სუფთა მოგებამ 81 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წელთა შედარებით 1900%-ით მომატებული მაჩვენებელია. ამის შესახებ კორპორაციის აღმასრულებელმა დირექტორმა უორენ ბაფეტმა განაცხადა.

ბაფეტის თქმით, მსგავსი მატება GAAP-ის (Generally Accepted Accounting Principles) ახალ წესებთან არის დაკავშირებული, რომელიც 2018 წელს ამოქმედდა. მისი მიხედვით, კომპანიებმა, რომლებიც ფასიან ქაღალდებს ფლობს, სუფთა მოგებაში უნდა შეიტანონ ცვლილება ღირებულების შესახებ.

ბაფეტმა აღნიშნა, რომ 2018 წლის მონაცემების მიხედვით, ჰოლდინგმა 4 მილიარდი აშშ დოლარი გამოიმუშავა.

ინვესტორებისთვის განკუთვნილ წერილში ბაფეტი აგრეთვე აღნიშნავს, რომ არ ეთანხმება ანგარიშის ჩაბარების ახალ წესებს და მიუწოდა, რომ აქცენტი ოპერაციულ შემოსავალზე გაკეთებულიყო, რომელიც 2018 წლის მონაცემთან შედარებით ცოტათი შეიცვალა. 2019 წელს მან 23,9 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო ერთი წლით ადრე – 24,8 მილიარდი აშშ დოლარი.

როგორც NYT აღნიშნავს, უორენ ბაფეტი, რომელსაც აგვისტოში 90 წელი შეუსრულდება, თავის წერილში დიდად არ ეხება თემას, რომელიც ძალიან ადარდებთ კომპანიის აქციონერებს: თუ ვინ დაიკავებს მის ადგილს, კონგლომერატის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობას. ბაფეტი კი აცხადებს, რომ ახლო მომავალში პენსიაზე გასვლას არ აპირებს. ამასთან, იგი აღნიშნავს, რომ მისი გარდაცვალების შემთხვევაში, კომპანია 100%-ით მზად არის ამისთვის.

Berkshire-მა რამდენიმე წლის განმავლობაში რამდენიმე ათეული კომპანია შეისყიდა და ბაფეტი, როგორც თავად აღნიშნავს, იმედგაცრუებული დარჩა ზოგიერთი მათგანით. მისი თქმით, იგი მივიდა იმ დასკვნამდე, რომ კომპანიის შესყიდვა განქორწინებას ჰგავს, რა თქმა უნდა, ქორწინება მხიარულია, თუმცა შემდეგ რეალობა შესაძლოა არ დაემთხვეს მოლოდინებს. თუმცა, მილიარდერი იმასაც აღნიშნავს, რომ ძირითად შემთხვევებში მაინც ყველა მხარე კმაყოფილი იყო მიღებული გადაწყვეტილებებით.

Berkshire Hathaway ფლობს ისეთ კომპანიებს, როგორებიც არის GEICO, Dairy Queen, Duracell, BNSF Railway, აგრეთვე აქვს წილები Apple, American Express და Bank of America-ში. Forbes-ი, უორენ ბაფეტის ქონებას 90,2 მილიარდ აშშ დოლარად აფასებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად