90 წლის იაპონელი ჰამაკო მორი პლანეტის ყველაზე ხანდაზმულ “გეიმერად” აღიარეს

იაპონელი ჰამაკო მორი ოფიციალურად აღიარეს პლანეტის უხუცეს მოთამაშედ. ამის შესახებ გინესის რეკორდების წიგნის ვებსაიტზეა აღნიშნული.

ჰამაკო მორი 1930 წლის 18 თებერვალს დაიბადა, იგი ახლა 90 წლის გახლავთ. იგი უკვე აღიარებულია ყველაზე ხანდაზმულYouTube ბლოგერად და მოთამაშეებს შორის ცნობილია ზედმეტსახელით Gaming Grandma (“გეიმერი ბებო”). მის არხს 150 ათასზე მეტი გამომწერი ჰყავს, თვეში კი სამი ან ოთხი ახალი ვიდეო იდება.

მორიმ ვიდეო თამაშების თამაში 39 წლის წინ დაიწყო. მისი თქმით, იგი ამით დაინტერესდა, როდესაც დაინახა, რომ ბავშვები თამაშობდნენ.

“ეს ძალიან სახალისო ჩანდა და ვიფიქრე, რომ უსამართლობა იყო, რომ მხოლოდ ბავშვები თამაშობდნენ ვიდეო თამაშებს,” – თქვა ჰამაკომ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად