9 წლის ვუნდერკინდი – ლორენ სიმონსი დეკემბერში ბაკალავრის ხარისხს მოიპოვებს

ლორენ სიმონსი 9 წლის არის, თუმცა ეინდჰოვენის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის სტუდენტია.

იგი ბაკალავრის ხარისხს დეკემბერში მოიპოვებს, მას ახასიათებენ, როგორც „უბრალოდ ექსტრაორდინალურ ბავშვს“.

ამის მერე აპირებს დაიცვას სადოქტორო ხარისხი ელექტროტექნიკაში და აგრეთვე მოიპოვოს სამედიცინო ხარისხიც.

ლორენის ნიჭს ვერც მასწავლებლები და ვერც ექიმები ვერაფრით ხსნიან. მასწავლებლები ამბობენ, რომ იგი ღრუბელივით ისრუტავს ინფორმაციას. დედამისს კი სხვა ახსნა აქვს:

„ფეხმძიმობის დროს ძალიან ბევრ თევზს ვჭამდი“, – ხუმრობს დედამისი, ლიდია.

მისი სწრაფი პროგრესი შეუმჩნეველი არ დარჩენილა, მან უკვე მიიღო შეთავაზება მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტებისგან, რათა ლორენმა სადოქტორო ხარისხის მოსაპოვებლად გააგრძელოს სწავლა, თუმცა ოჯახი ჯერჯერობით თავს იკავებს უნივერისტეტის დასახელებისგან.

„ჩვენ არ გვინდა, რომ ძალიან სერიოზულად მიუდგეს ლორენი ყველაფერს. იგი იმას აკეთებს, რაც მოსწონს. ჩვენ გვინდა, რომ მან აღმოაჩინოს ბალანსი ბავშვობასა და მის ნიჭს შორის“, – ამბობს ალექსანდრე, ლორენის მამა.

ლორენის თქმით, მას მოსწონს თავის ძაღლთან სემისთან ერთად თამაში. მან ისიც აღნიშნა, რომ იცის, თუ რისი კეთება სურს ცხოვრებაში და ეს, მისი თქმით, ხელოვნური ორგანოების შემუშავებაა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად