9 წლის კესარია მგელაძე მოსწავლეთა შორის ევროპის ჩემპიონი გახდა!

რუმინეთის ქალაქ მამაიაში დასასრულს უახლოვდება ევროპის ჩემპიონატი ჭადრაკში მოსწავლეთა შორის.

ეს წუთია დასრულდა პარტია მოსწავლეთა შორის მსოფლიოს 2019 წლის ვეცხლისმედალოსან კესარია მგელაძეს და ინგლისელ ტემუმი ჯაიავარნას შორის. შავი ფიგურებით მოთამაშე კესარიამ 42 სვლაზე მეტოქე აიძულა დანებებულიყო, 7 ქულა დააგროვა და ევროპის ჩემპიონი გახდა!

შეგახსენებთ, რომ გუშინ ვადაზე ადრე გაინაღდა ევროპის ჩემპიონობა 7 წლის დავით თათვიძემ. დავითმა დღეს თავის მე-9 შეხვედრაც მოიგო და ბრწინვალე შედეგით – 9-დან 9 ქულა, დაასრულა ასპარეზობა

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...