ბულინგის მსხვერპლი 9 წლის ავსტრალიელ ბიჭს მთელი მსოფლიო მხარში ამოუდგა (ვიდეო)

ავსტრალიელ აბორიგენთა ოჯახში დაბადებული 9 წლის კვადენ ბეილსი თანაკლასელთა მხრიდან ბულინგის მსხვერპლი გახდა.

9 წლის ავსტრალიელი ბიჭის, კვადენ ბეილსის დედის, იარიკა ბეილსის მიერ სოციალური ქსელებში ატვირთულმა ვიდეომ, რომელშიც მანქანის უკანა სავარძელზე მჯდომი კვადენი სასოწარკვეთილი მიმართავს დედას: “მომეცი დანა, მე თავი უნდა მოვიკლა” გამოქვეყნებისთანვე ვირუსულად გავრცელდა და მან მთელი მსოფლიო აალაპარაკა.

კვადენ ბეილსი, რომელსაც აქონდროპლაზიის დიაგნოზი აქვს, თანაკლასელებისგან ბულინგის მსხვერპლი გახდა. ბავშვი დაცინვის გამო უკიდურესად სასოწარკვეთილ მდგომარეობაში იმყოფებოდა და დედაც ჩიოდა, რომ მისი შვილი ერთდროულად იყო მსხვერპლი რასიზმის და დისკრიმინაციის. “აღარ ვიცი, რა გავაკეთო”, – ამბობდა იარიკა ბეილსი.

ბავშვს მსოფლიო ყველა კუთხიდან, შეეხმიანენ და კვისლენდში, ავსტრალიელ აბორიგენთა ოჯახში მცხოვრებ ბეილსს მხარდაჭერა აღუქვეს. ” შენ უფრო ძლიერი ხარ, მეგობარი, ვიდრე გგონია”- მიმართა ჰოლივუდის მსახიობმა ჰიუ ჯეკმანმა ბიძჭს და მოუწოდა ყველას: “იყავით გულკეთილი”.

მსახიობი ბრედ უილიამსი, რომელიც თანდაყოლილი აქონდროპლაზია აქვს, მისი დისლეილენდში ჩაყვანის დაფინანსების იდეა გააჟღერა და ამ დროსთვის, საჭირო 10 ათასი დოლარის ნაცვლად, 17960 შემომწირველისგან GoFundMe-ზე 452 ათასი დოლარია შეგროვილი.

მიმართავსგამოეხმაურნენ და მას მხარდაჭერა აღუქვეს:
„რაც არ უნდა იყოს, ჩემი სახით შენ მეგობარი გყავს. ქუოდენ, შენ ძლიერი ხარ. ყველას მივმართავ, კეთილები იყავით ერთმანეთის მიმართ. ბულინგი ცუდია. წერტილი“-ამბობს ჰიუ ჯეკმანი ვიდეო მიმართვაში.
კვანდის ამბავს ასევე მსახიობი ბრედ უილიამსი გამოეხმაურა, რომელიც კვანდის და დედამისს დისნეილენდში მოგზაურობას დაუფინანსებს.

რაგბის ნაციონალური ლიგის გუნდმა “ყველა ვარსკვლავი” ბეილსი თამაშზე მიიწვია და იგი მორაგბეებთან ერთად გამოჩნდა მინდორზე

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად