A1 ბანერი

9 თვის გარდაცვლილი ბავშვის მშობლები ექსპერტიზის პასუხს ელოდება

9 თვის ბავშვი, რომელიც გორში გარდაიცვალა, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში გადაასვენეს. გარდაცვლილის მშობლები გამორიცხავენ,რომ ბავშვის დაღუპვის მიზეზი შესაძლოა H1N1 ვირუსი, ე.წ ღორის გრიპი გამხდარიყო.

ოჯახი სამხარაულის სახელობის ეროვნულ ბიუროში ჩატარებული ექსპერტიზის პასუხის მოლოდინშია.
,,ბავშვი პირველად ყვარლის საავადმყოფოში მივიყვანე, წითელა ჰქონდა, შემდეგ ფილტვების უკმარისობით თბილისში გადავიყვანეთ. 30 დეკემბერს გაგვწერეს, თუმცა ბავშვს ისევ მაღალი სიცხე ჰქონდა.

გორში წავედი, ჩემ სოფელში.გადასხმები გავუკეთეთ და ბოლოს კარგად იყო. რა გახდა დაღუპვის მიზეზი არ ვიცი, ველოდები ექსპერტიზის პასუხს და ამის შემდეგ ვიმოქმედებ. “- განაცხადა გარდაცვლილი ბავშვის დედამ, ნინო ჩახვაშვილმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...