9 ნოემბრიდან გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვის დარღვევისთვის ფიზიკური პირი 2 000,  იურიდიული პირი – 10 000 ლარით დაჯარიმდება

დამატებითი წერტილოვანი შეზღუდვების ფარგლებში, 9 ნოემბრიდან გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვის დარღვევისთვის ფიზიკური პირისთვის გათვალისწინებულია 2 000 ლარიანი ჯარიმა, იურიდიული პირისთვის კი 10 ათასლარიანი.

ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, მაია ცქიტიშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე  განაცხადა.

„სანქციები გვაქვს განსაზღვრული იმ კანონით, რომელიც არეგულირებს საკარანტინო ღონისძიებებს.

ეს არ არის კომენდანტის საათი, ეს არის გადაადგილების შეზღუდვა და ამ შეზღუდვის დარღვევისთვის იმოქმედებს ის სანქცია, რომელიც არის დაწესებული – 2 000 ლარი ფიზიკური პირისთვის, იურიდიულისთვის 10 ათასი ლარი“, – აღნიშნა ცქიტიშვილმა.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ორშაბათიდან, 9 ნოემბრიდან დიდი ქალაქებში თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში 22:00 საათიდან დილის 5 საათამდე იქნება შეზღუდული გადაადგილება.

 

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად