9 კოვიდინფიცირებული 24 საათის განმავლობაში – ოკუპირებულ აფხაზეთში 143 კოვიდინფიცირებულია

ოკუპირებული აფხაზეთის საინფორმაციო საშუალებები განვლილი 24 საათის კორონავირუსის სტატისტიკის შესახებ ინფორმაციას ავრცელებენ

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, განვლილ 24 საათში ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე 55 ტესტი ჩატარდა და კოვიდინფიცირების 9 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა,

სულ, კორონავირუსის გავრცელების დაწყებიდან დღემდე, ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდინფიცირების 143 შემთხვევაა დაფიქსირებული. ინფიცირებულთაგან 45 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 3 კი გარდაიცვალა.

აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ შექმნილი ოპერატიული შტაბის ცნობით, ამჟამად გუდაუთის საავადმყოფოში კორონვირუსის დიაგნოზით 36 კაცი მკურნალობს.

ოკუპირებულ აფხაზეთში სულ გამოვლენილი კოვიდინფიცირების 143 შემთხვევიდან 59 დაიქსირებულია 1 აგვისტოს შემდეგ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად