9 კორონავირუსით გარდაცვლილი – აზერბაიჯანში დღიურად გარდაცვალების რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა

პორტალი “trend.az”, აზერბაიჯანის მინისტრთა საბჭოსთან არსებულ ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით, კორონავირუსის განვლილი 24 საათის სტატისტიკური მონაცემების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

განვლილ 24 საათში, კორონავირუსით ინფიცირების 523 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, წინა 24 საათთან შედარებით 11-ით ნაკლები.

სულ, ეპიდემიის გავრცელების დაწყებიდან დღემდე, აზერბაიჯანში ოფიციალურად დადასტურებულია ინფიცირების 20 324 შემთხვევა – 2 018 ყოველ მილიონ მცხოვრებზე.

განვლილ 24 საათში აზერბაიჯანში კორონავირუსით 9კაცი გარდაიცვალა, 3-ით მეტი, ვიდრე, ვიდრე გუშინ.

დღიურად კორონავირუსით გარდაცვლილთა ასეთი რაოდენობა აზერბაიჯანში პირველად დაფიქსირდა.

სულ, ეპიდემიის გავრცელების დაწყებიდან დღემდე გარდაცვლილია 250 კაცი – ინფიცირებულთა საერთო რაოდენობის 1,23%. ყოველ მილიონ მცხოვრებზე გარდაცვლილთა რაოდენობა აზერბაიჯანში არის 24,8.

განვლილ 24 საათში აზერბაიჯანში 451 კაცი განიკურნა.

სულ, ეპიდემიის გავრცელების დაწყებიდან დღემდე განკურნებულია 11 742 კაცი, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობის 57,77%. ამ დროისთვის განსაკუთრებული რეჟიმის საავადმყოფოებში იმყოფება და მკურნალობას განაგრძობს 8 332 კაცი.

აზერბაიჯანში ჩატარებულია 516 573 ტესტი – 51 282 ტესტი ყოველ მილიონ მოსახლეზე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად