9 ივლისს ფოლკლორის ცენტრის საგამოფენო დარბაზში გამოფენა “ძველი და ახალი ხევსურეთი” გაიხსნება

2018 წლის 9 ივლისს საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის საგამოფენო დარბაზში გაიხსნება გამოფენა – „ძველი და ახალი ხევსურეთი“.

გამოიფინება საქართველოს საპატრიარქოს ხალხური რეწვის განყოფილების (ხელმძღვანელი ელისო არაბული) ოსტატთა – ლია ანიაშვილის, ლეილა აბურჯანიას, ლუდა გელოვანის, ნელი ლომსაძის, მანანა ღრეულის, ზურაბ ბიჩინაურის და ლევან თეთრუაშვილის ნამუშევრები: ქალისა და მამაკაცის სამოსი, ხელნაკეთი აქსესუარები, ფარდაგი და იარაღი.

საპატრიარქოს ხალხური რეწვის განყოფილება შეიქმნა 1988-1990 წლებში სიონის საკათედრო ტაძარში უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევითა და ძალისხმევით. იგი მიზნად ისახავდა მამა-პაპათა ტრადიციების აღდგენასა და განვითარებას. განყოფილება წლების განმავლობაში გაფართოვდა და საქართველოს სხვადასხვა ეპარქია მოიცვა.

გამოფენა გაიხსნება 19:00 საათზე
დაიხურება 12 ივლისს

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად