9 დაღუპული და 50-მდე დაშავებული – სარკინიგზო კატასტროფა თურქეთში

თურქეთში, სარკინიგზო კატასტროფის შედეგად დაშავებული ერთ-ერთი ადამიანი საავადმყოფოში გარდაიცვალა. შესაბამისად, დაღუპულთა რიცხვი 9-მდე გაიზარდა. გამოცემა Hurriyet-ის ცნობით, ამის შესახებ ქვეყნის ტრანსპორტის მინისტრმა კაჰიტ თურჰანმა განაცხადა.

შეჯახების შემდეგ, საავადმყოფოში 48 დაშავებული გადაიყვანეს. მინისტრის განცხადებით, შემთხვევის ადგილზე მედიკოსები, გამომძიებლები და მაშველები ამ დრომდე მუშაობენ.

ცნობისთვის, თურქეთში, მაღალსიჩქარიანი სამგზავრო მატარებელი, რომელიც ანკარიდან ქალაქ კონიის მიმართულებით მოძრაობდა, რელსებიდან გადავიდა. თურქეთის ტრანსპორტის სამინისტროს ცნობით, მაღალსიჩქარიანი მატარებელი  ესტაკადას შეეჯახა. უბედური შემთხვევა მოძრაობის დაწყებიდან ოთხი წუთის შემდეგ მოხდა, როდესაც მან 80-90 კმ / სთ სიჩქარე განავითარა.

შემთხვევის მიზეზები ჯერჯერობით უცნობია. ინციდენტის ადგილზე სამაშველო სამსახურები და ექიმები მუშაობას განაგრძობენ.

შემთხვევის შედეგად ქართველები არ დაშავებულან. როგორც “აიპრესს” საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, ჯერჯერობით საელჩოში საქართველოს მოქალაქეების  შესახებ ინფორმაცია არ შესულა.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად